ოთხი ნაბიჯი სრულყოფილ შედეგამდე:
კ.რ.მ.ფ. მეთოდი (C.R.E.F.)
კონტექსტი, როლი, მითითება და ფორმატი
ოთხი ნაბიჯის მეთოდი (C.R.E.F.)
ეს მეთოდი არის დავალების ფორმულირების სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტის — კონტექსტის, როლის, მითითებისა და ფორმატის (კ.რ.მ.ფ.) — ერთობლივი გამოყენებით გვეხმარება, ხელოვნური ინტელექტისგან მაქსიმალურად ზუსტი და ხარისხიანი პასუხი მივიღოთ
კონტექსტი
Context
ეს არის ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაში არის დავალება ან რა ფონზე უნდა შესრულდეს ის.
როლი
Role
მიუთითეთ სპეციალისტის როლი, რომლითაც AI უნდა გამოიყენოს თავისი ცოდნა.
მითითება
Explicit Instructions
დაწვრილებით აღწერეთ ზუსტად რა გჭირდებათ. რაც უფრო დეტალური იქნება, მით უკეთესი.
ფორმატი
Format
მიუთითეთ პასუხის სტრუქტურა, სიგრძე და ფორმატი.
ამ მეთოდის გამოყენების მაგალითი
1. კონტექსტი (Context): მე მჭირდება დახმარება სასკოლო პროექტისთვის, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებას.
2. როლი (Role): იმოქმედე როგორც გარემოსდაცვითი ექსპერტი, რომელიც ახსნის კომპლექსურ თემებს მარტივად.
3. მითითება (Explicit Instructions): შემადგინე 5 მთავარი საფრთხე, რომელსაც კლიმატის ცვლილება უქმნის საქართველოს. თითოეულ საფრთხეს მიუთითე 2-3 კონკრეტული მაგალითი ჩვენი ქვეყნიდან.
4. ფორმატი (Format): პასუხი დააბრუნე დანომრილი სიის სახით, თითოეული პუნქტი 2-3 წინადადებით. სულ არაუმეტეს 300 სიტყვისა.
რატომ მუშაობს ეს მეთოდი?
კონტექსტი აძლევს AI-ს ფონს - AI-მ უკეთესად ესმის რა არის თქვენი მიზანი და რა გარემოში უნდა მოქმედებდეს.
როლი აზუსტებს სტილს - როდესაც AI-მ იცის რა როლში უნდა იმოქმედოს, ის მოგცემთ შესაბამისი სტილის პასუხს.
მითითებები განსაზღვრავს შინაარსს - დეტალური ინსტრუქციები უზრუნველყოფს, რომ AI ზუსტად იმას შეასრულებს, რაც გჭირდებათ.
ფორმატი უზრუნველყოფს სტრუქტურას - სასურველი ფორმატი ხელს უწყობს იმის გაგებას, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
რაც უფრო დეტალურად და მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ დავალებას, მით უფრო ხარისხიან და ზუსტ პასუხს მიიღებთ.
* გაითვალისწინეთ: დავალების გადატვირთვა და მითითებების ზედმეტი დაზუსტება ხშირად აბნევს ხელოვნურ ინტელექტს და უფრო ცუდ შედეგს იძლევა.
რჩევები გამოყენებისთვის
- დაიწყეთ კონტექსტით - ეს ეხმარება AI-ს გაიგოს თქვენი მიზანი.
- აირჩიეთ შესაბამისი როლი - მასწავლებელი, ექსპერტი, მრჩეველი.
- იყავით კონკრეტული მითითებებში.
- დააკონკრეტეთ ფორმატი - სია, ცხრილი, აბზაცი.
პრაქტიკული სავარჯიშო: კ.რ.მ.ფ. მეთოდი
სიტუაცია:
იტვირთება სიტუაცია...
ჩამოაყალიბეთ დავალება კ.რ.მ.ფ. მეთოდით (კონტექსტი, როლი, მითითება, ფორმატი):